“გამოუვალი მდგომარეობის გამოსავალი”

7 ივნისის გამოსავალი …

d641fa

წყარო: bravisimo.ge

ქართული ალტერნატიული ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” გამოსცემს პირველ  CD ალბომს სახელწოდებით “გამოსავალი” . CD ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 7 ივნისს, 19:00 საათზე შედგება.მანამდე კი 4 ივნისს “ბრავო რექორდსი”  რომელიც ჯგუფის წარმომადგენელია ,დღის სამ საათზე გამართავს CD ალბომის პრეზენტაციას და ტრადიციად დამკვიდრებულ დისკებზე ხელის მოწერის ცერემონიას (signing party);

წყარო: cacao.ge

წყარო: cacao.ge

ამ შეხვედრას  მეორე  დატვირთვაც აქვს, “ბრავო რექორდსმა” ინტერპრესნიუსთან  ინტერვიუს დროს განაცხადა რომ “ისინი  მიაწვდის მათ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია “არდთან” თანამშრომლობის შესახებ. ღონისძიების მსვლელობისას, სადაზღვევო კომპანია “არდი” და “ბრავო რექორდსი” ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს”

წყარო : bravorecords.ge

წყარო : bravorecords.ge

ჯგუფის “გამოუვალი მდგომარეობა” წევრები არიან: ვანიკო თარხნიშვილი – ვოკალი, დავით გაბუნია – ვოკალი, გიტარა.შოთარი დარახველიძე – გიტარა,ოთო ხმალაძე – კლავიში, გიორგი გობეჯიშვილი – ბასი, პაპუნა ჟამიერაშვილი – დრამი გაბრიელაშვილი – საყვირი.

წყარო : cacao.ge

წყარო : cacao.ge

ბენდი ასრულებს ქართული 70-80-90-იანი წლების ცნობილი კომპოზიციების ქავერებს.ჯგუფის პოპულარობა საკმაოდ დათვლადია – 105 000 ლაიქი ფეისბუქის გვერდზე, მილიონ ნახევარზე მეტი მოსმენა სიმღერა “შემოდგომას” და სხვა კომპოზიციების ხუთ მილიონამდე ნახვა http://www.youtube.com-ზე.

 

“Kiss Happiness” – “აკოცე ბედნიერებას”

jn291gplvourrtm

წყარო : myrest.ge

სწორედ Coca-Cola-ს გლობალური კამპანია “Kiss Happiness” გახდა “გამოუვალი მდგომარეობის პირველი  CD ალბომის ინსპირაქცია.და საფუძვლად დაედო გამხსნელ სიმღერას “შენს ტუჩებზე” და მთლიანად ალბომს. ეს არის კამპანია, რომელიც Coca-Cola-ს კონტურული ბოთლის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და გამოხატავს Coca-Cola-ს ბოთლიდან დალევისას ბედნიერების შეგრძნებას – თითქოს კოცნი მას, ვინც მოგწონს და გიყვარს ან უბრალოდ გსურს ყურადღება, სითბო, პატივისცემა და კეთილგანწყობა გამოხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ძვირფასი და ახლობელია. “ბრავო რექორდსში”  ჯგუფის წევრები აცხადებენ რომ : ” ყოველივე ეს დღეს საქართველოში ხალხს ძალიან აკლია”

“გამოუვალი მდგომარეობის” წევრების განცხადებით  პირველ სადებიუტო ალბომში შედის ექვსი ახალი ქართული სიმღერის ქავერი და სამი ძველი  ნაცნობი და მაყურებლისთვის საყვარელი ჰიტი.

 

წყარო : daqalebi.ge

წყარო : daqalebi.ge

ქართული ალტერნატიული ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” 2012 წლიდან, საქართველოში ყველაზე რეიტინგული სერიალის, “ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟის, ირაკლი ხურცილავას (ვანიკო თარხნიშვილი) ბენდია. ჯგუფი ასრულებს ქართული 70-80-90-იანი წლების ცნობილი კომპოზიციების ქავერებს. ჯგუფმა შექმნა თავისი განსაკუთრებული სტილი და ჟღერადობა ,ასევე ორიგინალური ტექსტები ,რომელიც მათი სავიზიტო ბარათი გახდა.ჯგუფი არამხოლოდ ნაცნობი სიმღერების ქავერებს აცოცხლებს არამედ აქვთ რამდენიმე საკუთარი სიმღერაც.

“გამოუვალ მდგომარეობას” გასულ 2014 წლის ნოემბრის თვეში  ფილარმონიის ივენთ ჰოლში, პირველი სოლო კონცერტი ჰქონდა. გეგმის თანახმად კონცერტი ორ დღეს უნდა გაგრძელებულიყო მაგრამ დიდი მოთხოვნის გამო კიდევ ერთი საკონცერტო დღე დაემატა.

184513

წყარო: last.fm

ჯგუფი საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევა, ისინი იყვნენ ისეთი აქციის მხარდამჭერებიც როგორიცაა- არა ოკუპაციას ! ,   “სიკეთის კვალი” და სხვა.

წყარო : tabula.ge

წყარო : tabula.ge